ევროპული საბჭო უკრაინის, მოლდოვასა და საქართველოს განაცხადის საკითხს ივნისის შეხვედრაზე დაუბრუნდება

გამოქვეყნდა:

ევროპული საბჭოს ცნობით, საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვას ევროკავშირში გაწევრიანების საკითხის ივნისის სხდომაზე დაუბრუნდებიან. 

"ევროკავშირის ლიდერებმა გაითვალისწინეს კომისიის მოსაზრებების მომზადება უკრაინის ევროკავშირში წევრობის განაცხადის შესახებ, ასევე, მოლდოვასა და საქართველოს ევროკავშირში წევრობის განაცხადის შესახებ და განაცხადეს, რომ ამ საკითხს ივნისის შეხვედრაზე დაუბრუნდებიან", - აღნიშნულია განცხადებაში.

ცნობისთვის, 30 მაისს ბირუსელში ლიდერებმა უკრაინის შესახებ იმსჯელეს. ევროკავშირის ლიდერებს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმერ ზელენსკი ვოდეოჩართვის ფორმატით შეუერთდა. ევროპული საბჭოს მორიგის შეხვედრა დღეს, 31 მაისსა ჩანიშნული.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი