31 გვერდიანი დასაბუთებიდან, 20 სამოქალაქო და კორპორაციული სამართალია და სამოქალაქო პალატაში უნდა გავასაჩივროთ თუ სისხლის? - ნიკა გვარამია ჩხიკვაძის "დასაბუთებაზე"

გამოქვეყნდა:

ნიკა გვარამია მისი გამამტყუნებელი განაჩენის დასაბუთებას ეხმაურება, რომელიც ადვოკატებს გუშინ გადაეცათ. "მთავარი არხის" გენერალური დირექტორის პასუხი და შეფასება მოსამართლე ჩხიკვაძის არგუმენტაციაზე, მისმა ადვოკატმა, დიტო საძაგლიშვილმა წაიკითხა:

"მივიღე "მოსამართლე" ჩხიკვაძის "დასაბუთებული" განაჩენი.
თავს არ შეგაწყენთ და იურიდიული დეტალებით არ გადაგტვირთავთ. მოვიყვან მხოლოდ ორ საოცრებას:
1. "მოსამართლის" აზრით, მოქმედი დამფუძნებლების თანხმობა არასაკმარისია, დირექტორს უნდა გაეთვალისწინებინა პოტენციური მესაკუთრის, ქიბარ ხალვაშის აზრი და ამგვარად დაედო კონტრაქტი გაყიდვების სახლთან 
2. ციტატა: "ნიკა გვარამიას რა თქმა უნდა შეეძლო [მანქანის საკუთარი თავისთვის პრემიის სახით გამოწერა], თუმცა მან კომპანიის საზიანო დანაშაულებრივი სქემა შეარჩია". (ანუ, მანიაკალურად მოწყურებული ვარ დანაშაულის ჩადენას და ვგიჟდები საკანში ჯდომაზე 

უკომენტაროდ. 

P.S. - 31-გვერდიანი დასაბუთებიდან 20 გვერდი სამოქალაქო და კორპორატიული სამართალია და ეს განაჩენი სამოქალაქო პალატაში უნდა გავასაჩივრო თუ სისხლის?" ნათქვამია ნიკა გვარამიას მიმართვაში.

დიტო საძაგლიშვილის თქმით, განაჩენი სააპელაციო სასამართლოში კანონით გათვალისწინებულ ვადაში გასაჩივრდება.  

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი