ბრიტანული დაზვერვის ინფორმაციით პუტინს მალე სპეციალიზებულ ჰოსპიტალში მოუწევს გადასვლა, სადაც ხანგრძლივი მკურნალობის კურსი ელოდება. პუტინის გარემოცვა კი ამტკიცებს, რომ რუსეთის პირველი პირის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი ამბობს, რომ იმის გათვალისწინებით, რომ პუტინი მუდმივად ჩნდება საჯაროდ, "საღი აზროვნების ადამიანებმა როგორც წესი, შეუძლებელია დაავადებისა და ავადმყოფობის ნიშნები დაინახონ". არადა, სწორედ საჯაროდ გავრცელებული კადრები მეტყველებს საპირისპირო რეალობაზე.
ვლადიმერ პუტინი ყოველთვის იწონებდა თავს ძლიერი სხეულით, სპორტული აღნაგობითა და ჯანსაღი ცხოვრებით. მაგრამ, ბოლო წლებია მისი გარეგნობა მკვეთრად შეიცვალა.
ბოლოს გავრცელებული ვიდეოდან ირკვევა, რომ სერგეი შოიგუსთან ოფიციალურ შეხვედრაზე პუტინი უცნაურ მოძრაობებს აკეთებს - ექსპერტების შეფასებით, იმისთვის რომ პარკინსონის დაავადება დამალოს, პუტინი მაგიდას ხელით ეჭიდება, ფეხს კი პერიოდულად ამოძრავებს. სახის ნაკვთები კი ფაქტობრივად არ უჩანს, რადგან ძლიერი შეშუპება აქვს. ექიმები ვარაუდობენ, რომ ამ შემხვედრამდე რამდენიმე დღით ადრე პუტინმა მუცლის ღრუდან სითხე ამოიღო.
გავრცელებული ინფორმაციით ვლადიმერ პუტინი უკვე 5 წელია ავადაა და ჯანმრთელობის პრობლემები მას აიძულებს დაკარგოს კონტროლი კრემლში.