
მას შემდეგ, რაც დღის წესრიგში დადგა ივანიშვილის და მისი ხელისუფლების დასანქცირების საკითხი, ევროპაში დაიწყო ფართომასშტაბიანი საგამოძიებო პროცესები, გალიფ ოზთურქი ამ დიდი წმენდის ნაწილია - აცხადებენ ენმ-ს ბათუმის ორგანიზაციაში თურქი ბიზნესმენის დაკავებასთან დაკავშირებით.
გალიფ ოზთურქისთვის ბრალი ოფიციალურად ჯერჯერობით არ წარუდგენიათ.
"გალიფ ოზთურქი იყო ბიზნესპარტნიორი ქართული ოცნების მინისტრების, იყო დამფინანსებელი ქართული ოცნების, დღეს გალიფ ოზთურქი საფრთხეს უქმნის ბიძინა ივანიშვილს" - ამბობს რევაზ ხარაზი.
ოზთურქი მისივე ბიზნეს ცენტრში გუშინ, 31 მაისს დააკავეს.
"მთავარი არხისთვის" კი ცნობილი გახდა იმ წერილის შინაარსი, რომელიც ბიზნესმენმა დაკავებამდე რამდენიმე დღით ადრე, "ოცნების" თავმჯდომარე კობახიძეს მისწერა და საიდანაც ირკვევა, რომ ოზთურქი თორნიკე რიჟვაძესთან დაპირისპირებულია.
ავტორი: თეა ვაშალომიძე