ძმები კაკულიები საქართველოს ტერიტორიაზე 2021 წ. ივლისი- 2022 წლის მაისში ფიქსირდებიან, ამოცნობა ფოტოსურათით მოხდა - სასამართლო სხდომის დეტალები

გამოქვეყნდა:

ძმები კაკულიები საქართველოს ტერიტორიაზე  2021 წლის ივლისიდან, 2022 წლის 26 მაისის პერიოდში იმყოფებოდნენ, ან ამავე პერიოდში, არაერთხელ გადმოკვეთეს სახელმწიფო საზღვარი - ამის შესახებ დღევანდელი სასამართლო პროცესიდან გახდა ცნობილი. თუმცა უცნობია, იმყოფებოდნენ თუ არა ისინი ქვეყანაში, ნიკო კვარაცხელიას მკვლელობის დღეს  - 2021 წლის 15 სექტემბერს.

ძმებს აღკვეთის სახით დღეს წინასწარი პატიმრობა შეეფარდათ. მათი ადვოკატის განცხადებით, გამორიცხავენ ყველანაირ კავშირს კვარაცხელიას მკვლელობასთან - "არანაირი შემხებლობა ნიკო კვარაცხელიას მკვლელობასთან, ძმებ კაკულიებს არ აქვს" - ამბობს უფლებადამცველი. 

პროკურორის განცხადებით, ძმები ფოტოსურათით ამოიცნეს არაყიშვილის ქუჩაზე მომხდარი დაჭრის საქმეში, თუმცა ადვოკატისთვს ეს არგუმენტი გაუგებარია, რადგან თავდამსხმელები არაყიშვილზე ჩაფხუტებით გადაადგილდებოდნენ.

როგორ და რა გზით გადმოკვეთეს საზღვარი კაკულიებმა, ამაზე მისი ოჯახის წევრები არ საუბრობენ.

მომდევნოს სასამართლო სხდომა 2 თვეში გაიმართება. პროკურატურამ მათ ბრალი სსკ-ის 3 მუხლით წაუყენა. 

ავტორი: გუგა მაისურაძე

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი