ოკლაჰომას შტატის ერთ-ერთ საავადმყოფოში სროლა იყო | გარდაცვლილია სულ მცირე 4 ადამიანი

გამოქვეყნდა:

აშშ-ში, ოკლაჰომას შტატის ქალაქ ტულსაში, სროლის შედეგად სულ მცირე ოთხი ადამიანი დაიღუპა. შეიარაღებული თავდასხმა წმინდა ფრენსის საავადმყოფოს კამპუსში მოხდა.

პოლიციის უფროსის მოადგილემ განაცხადა, რომ გარდაცვლილია მსროლელიც. მისი ვინაობა ჯერ არაა დადგენილი.

პოლიციის ცნობით, მსროლელს ერთი შაშხანა და ერთი მსუბუქი ცეცხლსასროლი იარაღი ჰქონდა. 

დაჭრილია 10-მდე ადამიანი. 

საგამოძიებო უწყება ამბობს, რომ მსროლელმა შენობის მეორე სართულზე მიზანმიმართულად გახსნა ცეცხლი.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი