"გირაოს მოვითხოვთ" | გალიფ ოზთურქი ბრალს არ აღიარებს და დუმილის უფლებას იყენებს

გამოქვეყნდა:

ბათუმში, სპეცოპერაციისას დაკავებული ბიზნესმენი, გალიფ ოზთურქი მისთვის წარდგენილ ბრალდებას არ ეთანხმება და დუმილის უფლებას იყენებს. მას პროკურატურა დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების (7,21 გრ კოკაინი) უკანონო შეძენა-შენახვას ედავება.

ბიზნესმენის ადვოკატი, დავით ჩავლეიშვილი ბრალდებას "უსაფუძვლოს" უწოდებს და აღნიშნავს, რომ სასამართლოს გირაოს შეფარდების შუამდგომლობით მიმართავენ. 

"როგორც ბრალდებული, ასევე დაცვის მხარე არ ვეთანხმებით წარდგენილ ბრალდებას. სავარაუდოდ, სახელმწიფო ბრალდება მოითხოვს წინასწარი პატიმრობის შეფარდებას, ჩვენ კი გაგვაჩნია სხვა სახის შუამდგომლობა - მოვითხოვთ გირაოს. წარდგენილი ბრალდება არის არარეალური, უსაფუძვლო. მიმდინარე გამოძიებაა ამავდროულად სხვა ფინანსურ საკითხებთან დაკავშირებით, უკანონო შემოსავლების ლეგალიზება, საბუთების გაყალბებასთან დაკავშირებით, თუმცა ამ დროისთვის შესაბამისი ბრალის დადგენილება არ არსებობს", - ამბობს ადვოკატი.

პროკურატურაში აცხადებენ, რომ ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით ბათუმის საქალაქო სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავენ.

გალიფ ოზთურქი სპეცოპერაციის შემდეგ ბიზნეს ცენტრში 31 მაისს დააკავეს. "მთავარი არხისთვის" ცნობილი გახდა იმ წერილის შინაარსი, რომელიც ბიზნესმენმა დაკავებამდე რამდენიმე დღით ადრე, "ოცნების" თავმჯდომარე კობახიძეს მისწერა და საიდანაც ირკვევა, რომ ოზთურქი თორნიკე რიჟვაძესთან დაპირისპირებულია. 

ამავე თემაზე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი