"არასწორი დრო სამართალწარმოებაში არ არსებობს" | მდინარაძე ნიკა გვარამიას დაკავებაზე 

გამოქვეყნდა:

„არასწორი დრო სამართალწარმოებაში არ არსებობს. შევეკამათები გინდათ პრეზიდენტს, გინდაც იმ ადამიანებს, ვინც იმას არ კადრულობენ, რასაც „ნაცმოძრაობის“ წარმომადგენლები და შედარებით კონსტრუქციულად და ადამიანურად აწარმოებენ პოლიტიკას. მე გეტყვით სრული პასუხისმგებლობით, არასწორი და სწორი დრო სამართალწარმოებაში, ამ ტერმინების შემოტანა თავად არასწორია და რატომ – ზუსტად ეგ იქნება პოლიტიკური ჩარევა, ჩვენ რომ რაღაც გზებით ვცადოთ ან სასამართლოსთან, ან პროკურატურასთან იმგვარი კონტაქტი, რომ იცი რა, შენი ჭირიმე, ახლა არასწორი დროა და მოდი გადაწყვეტილება ჯერ არ გამოიტანო - ეს არის პოლიტიკური ჩარევა. ამ ქვეყანაში სულ არასწორი დრო იქნება მაშინ, ხან არჩევნებია, ხან ევროკავშირთან დაკავშირებული გამოწვევებია.

- თქვა "ქართული ოცნების" ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ პრეზიდენტის განცხადების პასუხად. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი