ხმაური სასამართლო დარბაზში - ბათუმში, 6 მაისს დაკავებულები 3 500 ლარით დააჯარიმეს

გამოქვეყნდა:

ბათუმში, 6 მაისის აქციაზე დაკავებულების უმრავლესობა ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსით დააჯარიმეს. დაჯარიმებულებს 3 ათას 500 ლარის გადახდა მოუწევთ. 

მოსამართლის გადაწყვეტილებას ხმაური და დაძაბულობა მოყვა სხდომათა დარბაზში. ბრალდებულებმა ჯარიმა გააპროტესტეს. ისინი აცხადებენ რომ არანაირი სამართალდარღვევა არ ჩაუდენიათ და პოლიციელებმა ვერც მტკიცებულებები ვერ წარმოადგინეს, თუმცა მოსამართლემ ისინი მაინც ცნო კანონდამრღვევად. დაჯარიმებულები გადაწყვეტილების სააპელაციოში გაასაჩივრებენ.

შეგახსენებთ, რომ 6 მაისს ბათუმში პოლიციამ მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია დაშალა და რამდენიმე პირი დააკავა. დაკავებულებს შორის არიან აჭარის უმაღლესი საბჭოს 3 დეპუტატი და ბათუმის მერობის ყოფილი კანდიდატი, გიორგი კირთაძე.

ავტორი: თეა ვაშალომიძე
 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი