გასული წლის სექტემბერში, წინასაარჩევნო პერიოდში დმანისში, ოცნების დეპუტატის შვილმა ოპოზიციის ორ მხარდამჭერს დანით უმძიმესი ჭრილობები მიაყენა. თავდამსხმელი რომ ციხეში არ გაეშვათ, ის შეურაცხადად შერაცხეს და საპატიმროს ნაცვლად ფსიქიატრიულში გაუშვეს. ინციდენტიდან 8 თვეში კი იძულებითი მკურნალობაც მოუხსნეს და საერთოდ გაათავისუფლეს.