დამსაქმებელსა და დასაქმებულებს შორის მედიატორის ჩართულობით შეხვედრები გაიმართება - ჯანდაცვა "ბორჯომზე"

გამოქვეყნდა:

კომპანია "ბორჯომის" თანამშრომლებისა და კომპანიის ხელმძღვანელობის დავაში ჯანდაცვის სამინისტროს მედიატორი ერთვება, რომელიც ვითარების დასტაბილურების მიზნით, მხარეებთან შეხვედრებს გამართავს

"შრომის ინსპექციის სამსახურისა და ჯანდაცვის მინისტრის ბრძანებით დანიშნული მედიატორის ჩართულობით, შეხვედრები გაიმართება კომპანიაში დასაქმებულებთან და დამსაქმებლებთან, რათა მხარეებს შორის შედგეს შეთანხმება, მათი ინტერესები იყოს სრულად გათვალისწინებული და აღდგეს მინერალური წყლის ჩამომსხმელი ქარხნების სრულფასოვანი ფუნქციონირება", - წერია ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებაში. 

ცნობისთვის, ბორჯომში ორივე ჩამომსხმელი ქარხანა დღეს დილიდან პიკეტირებულია. გაფიცულები კომპანიის ტერიტორიაზე არ უშვებენ ავტომობილებსა და არც იმ დასაქმებულებს, რომლებიც პროტესტს არ უერთდებიან. 

ადგილზე საგანგებო მობილიზება აქვს შინაგან საქმეთა სამინისტროს. ცოტა ხნის წინ კომპანიამ გაფიცულების ბრალდებას უპასუხა და თქვა, რომ სამსახურში არცერთი ახალი კადრი არ აუყვანია. 

ამავე თემაზე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი