ბერძენიშვილი კობახიძეს დებატებში იწვევს - რესპუბლიკური პარტიის ლიდერი პარლამენტში მივიდა

გამოქვეყნდა:

დათო ბერძენიშვილი ირაკლი კობახიძეს დებატებში იწვევს. რესპუბლიკური პარტიის ლიდერი ცოტა ხნის წინ პარლამენტში მივიდა.

"გადავცეთ ირაკლი კობახიძეს, გამობრძანდეს დარბაზიდან, დადგეს აქ და ვიდებატოთ საჯაროდ, პირდაპირ ეთერში, ყველა ტელევიზია ვინც დაინტერესებული იქნება, ჩართავს.

ჩემთვის კობახიძე, მდინარაძე არიან მედროვე ადამიანები, რომლებიც პოლიტიკაში შემოვიდნენ მხოლოდ და მხოლოდ სახელისუფლებო პარტიით." თქვა დავით ბერძენიშვილმა.

სწორედ ძმები ბერძენიშვილები იყვნენ "ქართული ოცნების" თავდასხმის სამიზნეები დღეს. ლანძღვა თავმჯდომარე კობახიძემ დაიწყო და გააგრძელეს დანარჩენებმაც. კობახიძემ მათ სააკაშვილთან, გვარამიასთან, ბოკერიასთან ერთად თანამედროვე ბოლშევიკები უწოდა, ასევე დაადანაშაულა, რომ "გამორჩეულად სძულთ ქართველი ერი", კობახიძის აზრით, "ლევან ბერძენიშვილი არის ადამიანი, რომელმაც ყველაზე მეტი წიგნი ვერ გაიგო".

თალაკვაძემ კი მისი თავმჯდომარის გამოსვლის შემდეგ დაამატა, რომ ბერძენიშვილები ნაციონალური მოძრაობის სიხშირეები არიან. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი