17 დაკავებული და კვლავაც პასუხგაუცემელი კითხვა - დაიღუპა თუ მოკლეს? ექსპერტიზის საბოლოო პასუხს ელოდება საზოგადოება და მთავარი - გიორგი შაქარაშვილის ოჯახი. ექსპერტიზამ უნდა დაადგინოს, ჰქონდა თუ არა გიორგის ცხედარს სიცოცხლეში მიყენებული დაზიანებები. პირველადი დათვალიერებით დგინდება, რომ 19 წლის ფეხბურთელს სხეულზე არაერთი დაზიანება აღენიშნება, მათ შორის, მოტეხილობები და დაზიანება თავის არეში, რომელიც, სავარაუდოდ, ბლაგვი ზედაპირის ზემოქმედების შედეგად არის მიყენებული. თუმცა, ეს მხოლოდ ვარაუდია, დრო კი გადის. ექსპერტიზის პასუხი კი კვლავაც არ ჩანს კონკრეტულ ფაქტზე - დადგა თუ არა სიკვდილი ასფიქსიით - ანუ დახრჩობით, რაზეც რა თქმა უნდა მარტივად გავიგებთ, იყო თუ არა ფილტვებში წყალი თუ სიკვდილი თავზე მიყნებულმა ჭრილობებმა გამოიწვია.
მოდით, 18 ივნისიდან გავიხსენოთ თითოეული დეტალი, რამაც შეიძლება კითხვები გააჩინოს.
გიორგის მეგობრები ანი გაბეჩავას დაბადების დღეს აღნიშნავენ. მათ სახლი ნაქირავები აქვთ და იკრიბებიან. გიორგი აქ გვიან ჩამოდის, მეგობართან, გური ამირხანაშვილთან ერთად. ის ვაზისუბნიდანაა, საერთო სუფრაზე ნახალოვკელები და საბურთალოელები სხედან, იმის გამო, რომ თავად საფეხბურთო კლუბ "საბურთალოში" თამაშობს, უფრო მეტ საერთო სანაცნობოს სწორედ საბურთალოელებთან პოულობს. გიორგის ჩასვლიდან ნახევარ საათში პირველი კონფლიქტი იწყება. უსიამოვნების საწყისი მუსიკაა, საბურთალოელებს სურთ, რომ გართობა მათ დაკრულზე გააგრძელდეს, რაზეც პრეტენზიას გამოხატავენ ნახალოვკელები. შელაპარაკაკების მერე პირველი დაპირისპირება სახლში ხდება. თუმცა, ამბავს იგებენ იუბილარი და სხვა გოგოები. შესაბამისად, საქმის გასარჩევად ბიჭები გარეთ გამოდიან.
როგორც წაქაძე გვიყვებოდა, უკან შებრუნებულმა იუბილარს საკუთარ აგარაკზე ლისზე შესთავაზა წასვლა. შვიდი ადამიანი წაქაძის ვერცხლისფერ მერსედესში ჯდება და თბილისში მიდიან.
მანქანის გარეშე დარჩენილი ბიჭები "ლიდერფუდთან" ამოდიან, ისინი ტაქსის გაჩერებას ცდილობენ და ნელ-ნელა ხიდზე გადმოდიან, რა დროსაც ამინდი იცვლება და წვიმა იწყება. მოსალოდნელ საფრთხეს ვერ გრძნობენ, მათ არსად ეჩქარებათ, რადგან ხიდზე ფეხით გადმოსვლას 16 წუთს ანდომებენ. მას შემდეგ, რაც ისინი ხიდზე გადადიან, მათთან ჩერდება ვერცხლისფერი მერსედესი.
მანქანიდან გადმოსული ოთხი პირი რკინის ხელკეტებითაა და ისინი ბიჭებს მისდევენ, ბიჭებს თავიდან აშკარად ჰგონიათ, რომ თბილისიდან მათი მეგობარი წაქაძე დაბრუნდა, რომელსაც ასევევ ვერცხლისფერი მერსედესი ჰყავს და სწორედ ასეთი მანქანით წაიყვანა მეგობრები თბილისში. შესაბამისად, ბიჭები თავიდანვე არ გარბიან, თუმცა როცა გრძნობენ, რომ დევნა იწყება, გარბიან, მაგრამ მანამდე შურისმაძიებლები მათთან მიდიან.
მანქანა ავტოსამრეცხაოსთან ზუსტად ორ წუთს ჩერდება. რეალურად, სპორტსმენები რამდენიმე წამი მისდევენ მათ და მალევე უკან ბრუნდებიან. როგორც ჩანს, გიორგის ფოტოგრაფსა და გურის აღარ შეყვნენ სახიფათო ადგილას. პირველი თავდასხმის შემდეგ, სავარაუდოდ, რომ გიორგი ჯერ კიდევ ცოცხალია და სავარაუდოდ იმალება. ამის შემდეგ, ვერცხლისფერი მერსედესი ტერიტორიას ტოვებს.
თუკი გიორგი შედარებით დაბალი ნაპირიდან წყალში შევიდოდა, ლოგიკურად ის წყლის საწინააღმდეგოდ ვერ მოცურავდა, დადებდა ბოძზე ჩანთას და შემდეგ ისევ შევოდოდა წყალში. შესაბმისად, ჩხუბის დაწყების ადგილიდან გიორგის ჩანთის წერტილამდე სადაც ის წელის ჩანთაც ტოვებს, 360 მეტრია. შურისმაძიებლები ორ წუთში ბრუნდებიან უკან, გიორგი ფიზიკურად ვერ დაფარვდა ამ დროში ორ ხრამს, ხეობას და ხიდს ანუ აქ პრაქტიკულად გამოირიცხა ბიძისა და საგამოძიებო უწყებების ვერსია. ფაქტია, პირველი თავდასხმისას გიორგი ცოცხალია.
"ტოიოტა ქემრი", რომელშიც ვახო ჩიქოვანი ზის, ამ ადგილას 0:43 მოდის, ავტომობილიდან გაცილებით მეტი ადამიანი გადმოდის, ვიდრე წინა შემთხვავში მერსედეისდან, აშკარაა მათ წინა მანქანასთან სატელეფონო კონტაქტი აქვთ და ზუსტად იცინ, სად გაიქცენ ბიჭები, შესაბამისად, ისინი ზუსტად იმ ადგილას ჩადიან საძებრად.
მაგრამ დააკვირდით დროს... პროკურატურის მასალაში ისევ მონტაჟია... ამჯერად 6-წუთიანი. 0;50 ზე ისევ გრძელდება გამოსახულება.. რა დროსაც შურისმაძიებლებს ვიღაც ამოჰყავთ, მანქანაში სვამენ და მიდიან. სწორედ ამ დროს ქრება გიორგის კვალი. რა მოხდა ამ 6 წუთში, ბუნდოვანია. გური ამირხანაშვილის ჩვენებიდან, ის ბუჩქებიდან გადმოიყვანეს და თბილისში წაყვანა შესთავაზეს, რაზეც ის თანხმდება. თუმცა, "ტოიოტა ქემრის" ავტომობილს, რომელიც გადაყვანილია ექსპერტიზაზე აღენიშნება წინა მარჯვენა მხარეს დაზიანებები.
გამოძების მთავარი ვერსია ხიდის ქვეშ დახრჩობაა - გიორგის პანიკური შიში აქვს წყლის. ამას ყვება ოჯახი და ახლობლები. მისი დაზიანებები მრავალჯერადი მოტეხილობებია. თუმცა, ამ ადგილას არაგვი არც ღრმაა და მდინარეს არც ქვაღორღი მოაქვს.
დღემდე არსებული ვერსია ასეთია, რომ გიორგის მდინარემდე მისდევენ, როგორც ყვებიან, მას ამ დროს წელის ჩანთა, შესაძლოა, წელზე ჰქონოდა, რადგან ფიზიკურად ხევებს და გაუვალ ხეობას მხარზე გადაკიდული წელის ჩანთით ვერ გაივლიდა, ლოგიკურად სიცოცხლის საფრთხის შიშით ის ან მოისროდა ან მოიხსნიდა წელის ჩანთას, რომელიც მას მხარზე ეკიდა, რადგან ეკლებში სირბილისას გიორგის ის ხელს შეუშლიდა. საბოლოოდ გავრცელებული ვერსიის თანახმად, ის მდინარეში შედის, თუმცა არ დაგვავიწყდეს რომ გიორგის წყლის ფობია აქვს.
აღნიშნულ ვერსიას ყვება გური ამირხანაშვილი, რომელიც ჩვენებაში წერს, რომ "ტოიოტა ქემრის" მოსვლის შემდეგ ისინი გადარბიან ჯერ ძველ ხიდზე, რა დროსაც ის ბუჩქებში იმალება, ახვლედიანი და შაქარაშვილი კი ჯერ გზაზე გადარბიან, შემდგომ კი მდინარესთან ჩარბიან. ასეთია გიორგის შესაძლო მოხვედრის ვერსია არაგვის პირას.
შესაძლოა, თუკი გიორგი ხიდიდან გადააგდეს, ფოტოგრაფი ყველაფერს ხედავდა და მას ყველაზე მეტი ინფორმაცია ჰქონდეს ტრაგიკული ღამის. თუმცა, ამბობს, რომ თბილისამდე ის შკოდის მარკის ავტომობილმა წამოიყვანა, თუმცა დღემდე არ ვიცით ვინ იყო და რა მიზნით მივიდა შკოდა დამალულ ფოტოგრაფთან.
დავბრუნდეთ ოდნავ უკან, მაშინ, როცა "ტოიოტა ქემრი" გადის ადგილიდან. გურის ჩვენებიდან ვიგებთ, რომ სწორედ ქემრის მძღოლმა შესთავაზა წამოეყვანა ის თბილისში. მას შემდეგ რაც მან უთხრა შურისმაძიებლებს რომ ის არაფერ შუაში იყო. მიუხედავად იმისა, რომ ქემრიში ბევრნი სხედან, მას მაინც ისვამენ და თბილისში მოჰყავთ.
მაგრამ პროკურატურის კადრებში ეს ხდება არა ხიდის მარჯვენა მხარეს, არამედ ხიდის მარცხენა მხარეს. ტოიოტას თბილისში გამგზავრების დრო კი პროკურატურის კადრებში 00:50-ია. ამის შემდეგ კი გურის დიდუბეში ტოვებენ 01:18-ზე ტოვებენ.
ღამის ორ საათზე, ცარიელ ავტობანზე, მცხეთიდან თბილისში ახალ ტოიოტა ქემრის ჩამოსასვლელად 30 წუთი დასჭირდა, კიდევ ერთი კითვის ნიშანი - მათ ან სადმე გაიარეს ან გზაში გაჩერდნენ, სადაც რაღაც მოხდა, ჩვეულებრივ შემთხვევაში ქემრის 35-კილომეტრ/საათით უნდა ევლო.
კიდევ ერთი უცნაურობა - მანქანიდან გადმოსულ გურის ნახალოვკელები საკამოდ მშვიდ ვითარებაში ტოვებენ. გური სახლში ბრუნდება. ახვლედიანი სწორედ ის შესაძლო მოწმეა, რომელმაც საქმეში ყველაზე მეტი იცის, რადგან ის გური ამირხნაშვილის ჩვენებიდან ბოლო ეპიზოდამდე მასთან იყო. მათ შორის ხიდის ქვეშ გაქცევის ეპიზოდშიც.