დუმას გადაწყვეტილებით, რუსეთი სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებებს აღარ შეასრულებს

გამოქვეყნდა:

რუსეთი სტრასბურგის სასამართლოს  გადაწყვეტილებებს აღარ შეასრულებს- კანონი დუმამ დღეს მიიღო. ცვლილებების მიხედვით, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ, 15 მარტის შემდეგ მიღებული გადაწყვეტილებები არ აღსრულდება.

„ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო გახდა ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ პოლიტიკური ბრძოლის ინსტრუმენტი დასავლელი პოლიტიკოსების ხელში. მისი ზოგიერთი გადაწყვეტილება პირდაპირ ეწინააღმდეგებოდა რუსეთის ფედერაციის კონსტიტუციას, ჩვენს ღირებულებებსა და ტრადიციებს“, - განაცხადა სახელმწიფო დუმის სპიკერმა ვიაჩესლავ ვოლოდინმა. 

ამასთან, კომპენსაციის გადახდა სასამართლოს გადაწყვეტილებების შესაბამისად, მხოლოდ რუბლით და მხოლოდ რუსული ბანკების ანგარიშებზე მოხდება. გარდა ამისა, რუსეთის ფედერაციის გენერალური პროკურატურა სტრასბურგის გადაწყვეტილებებით დაკისრებულ კომპენსაციებს 2021 წლის 1 იანვრამდე გადაიხდის.
 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი