დროის ათვლა დაიწყო. რუსთავი 2-ის ამჟამინდელმა მფლობელმა გადაწყვეტილება 3 ივლისმდე უნდა მიიღოს. იმ შემთხვევაში, თუ ქიბარ ხალვაში ნიკა გვარამიას წერილს მსვლელობას არ მისცემს და არ აანაზღაურებს კონპენსაციას 5 მილიონი დოლარის ოდენობით, სამაუწყებლო კომპანიასთან სამართლებრივი დავა დაიწყება.
კომპენსაციის გადახდას რუსთავი 2-ს ნიკა გვარამიასთან პატრნიორთა საერთო კრებაზე გაფორმებული და ხალვაშის მენეჯმენტის მიერ დარღვეული ხელშეკრულება ავალდებულებს. ამავე დოკუმენტში ვკითხულობთ, რომ დავის შემთხვევაში საქმეს არა ივანიშვილის მართლი სასამართლო არამედ ლონდონის საარბიტრაჟო სასამართლოში განიხილავს.