"ოცნების" ლიდერების განცხადებები ძალადობის პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენების სახიფათო პრეცედენტს ქმნის - DRI

გამოქვეყნდა:

"ქართული ოცნების" ლიდერების განცხადებები ძალადობის პარტიული პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენების სახიფათო პრეცედენტს ქმნის, - ასე გამოეხმაურა "დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი" მმართველი გუნდის წევრების კომენტარებს დავით ბერძენიშვილსა და ხათუნა სამნიძეზე მომხდარი თავდასხმის შემდეგ.

როგორც ორგანიზაციის განცხადებაშია აღნიშნული, ძალადობის დაუშვებლობაზე ხაზგასმის ნაცვლად, 7 ივნისს, პლენარულ სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ არჩილ თალაკვაძემ და პარტია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ პოლიტიკოსებზე ძალადობის წამახალისებელი განცხადებები გააკეთეს.

"მათი რიტორიკა, რომელიც დაზარალებულებზე ძალადობის გაკიცხვის ნაცვლად, ოპოზიციონერებისგან მტრის ხატს ქმნის, განსხვავებული აზრის მქონე ადამიანების ფიზიკური დევნის საფრთხეს შეიცავს", - აცხადებენ ორგანიზაციაში.

დაზარალებულების სამართლებრივ ინტერესებს დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი იცავს.

ამავე თემაზე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი