მაღალჩინოსნების ოჯახის წევრები ბათუმის საზღვაო სატრანსპორტო სააგენტოში | ერთ-ერთი საწვავს ხარჯავს, თუმცა მართვის მოწმობა არ აქვს

გამოქვეყნდა:

როგორ ხდება საბიუჯეტო ორგანიზაციებში ადამიანების დასაქმება და რა ნიშნით არიან ისინი შერჩეული - "მთავარი არხის" ინფორმაციით, ბათუმის საზღვაო სატრანსპორტო სააგენტოში, რომელიც ბიუჯეტიდან 10 მილიონი ლარით ფინანსდება, დასაქმებულების ძირითად ნაწილს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლები, პარლამენტის დეპუტატების ოჯახის წევრები და ახლო ნათესავები წარმოადგნენ.

მეტიც, ისინი განსაკუთრებული პრივილეგიებით სარგებლობენ და ხშირ შემთხვევაში სამსახურში არც კი დადიან.

დასაქმებულთა შორის არის გენერალური ინსპექციის უფროსის, ირაკლი ერისთავის მეუღლე - თეონა თედორაძე. სააგენტოში "ოდეერის" თანამდებობაზე მუშაობს ვლადიმერ წილოსანი, რომელიც წლებია, სააგენტოდან მანქანის საწვავს ხარჯავს, თუმცა, მართვის მოწმობა საერთოდ არ აქვს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი