
"ჯანდაცვის უფლებების გარეშე კლავთ ციხეში მესამე პრეზიდენტს, ვისი უდიდესი ღვაწლია იმაში, რომ დღეს ევროკავშირის პერსპექტივაზე ვსაუბრობთ. აკავებთ მედიამენეჯერს და მერე ამბობთ, რომ სიტყვის თავისუფლებაა ქვეყანაში და ვისაც რა უნდა ის თქვასო. აი ეს სიტყვა არ გეხამუშებათ, დილიხორი გვაქვს და დავიჭირეთო, დაახლოებით ეს პოზიცია გაქვთ თორემ სახალხო დამცველმა ვერ ნახა ვერცერთი პუნქტი, რომელიც იქნება დასაბუთებული. თხოვნა მაქვს თქვენთან, ის სახალხო არტისტი, სახალხო მთქმელი, ვარსკვლავთბიჭუნა ზარქუა 24-მდე მაინც მოაშოროთ ტელეეკრანებს", - ამბობს ენმ-ის წევრი ლევან ხაბეიშვილი პარლამენტში და "ქართული ოცნების" წევრებს მიმართავს.