"თორნიკე ძალიან კარგი ადამიანია... თუ თქვა, ეტყობა, მანამდე ვაშაძეს მოუსმინა და გაღიზიანდა" | მდინარაძე რიჟვაძეზე

გამოქვეყნდა:

"ქართული ოცნების" დეპუტატი მამუკა მდინარაძე აჭარის მთავრობის ხელმძღვანელის, თორნიკე რიჟვაძის მიერ წლიური ანგარიშის წარდგენისას გაკეთებულ განცხადებებს გამოეხმაურა.

საუბარია იმ ტერმინოლოგიაზე, რომლითაც რიჟვაძემ ოპოზიციას მიმართა. მამუკა მდინარაძის თქმით, თორნიკე რიჟვაძე "კარგი ადამიანია".

როგორც მან აღნიშნა, რიჟვაძის განცხადებები არ მოუსმენია, თუმცა "თუ თქვა, მანამდე გიორგი ვაშაძეს მოუსმინა და გაღიზიანდა".

"თორნიკე არის ძალიან კარგი ადამიანი და პროფესიონალი, ეს თუ თქვა არ მომისმენია და თუ თქვა, ეტყობა, მანამდე ვაშაძეს მოუსმინა და გაღიზიანდა. ვაშაძემ [გიორგი] ისეთი უზრდელობა დაუშვა პარლამენტში, რომ ეტყობა მოუსმინა და შემდგომ რეაქცია იყო", - თქვა მამუკა მდინარაძეს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი