თორნიკე რიჟვაძეს ნერვებმა უმტყუნა. აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ოპონენტებთან კამათში თავი ვერ შეიკავა და უხამსობაზე გადავიდა. ხანრძლივი ხმაურისა და გინების მიზეზი კი ოპოზიციონერების დასმული კითხვები გახდა. კრიტიკამ რიჟვაძე წყობიდან გამოიყვანა და პასუხების ნაცვლად აჭარის მთავრობის ხელმძღვანელმა აგრესიული თავდასხმა აირჩია.
უხამსობისა და შეურაცხყოფის გარდა აჭარის ხელისუფლების ლიდერი შეიარაღებული დაცვის იმედზეც იყო, რომელმაც უმაღლესი საბჭოს დარბაზი გაავსო და ხელისუფლების ოპონენტების ფსიქოლოგიურ დაშინებას ცდილობდა.