"EU-ში გაწევრიანებისთვის ხალხის სურვილი საკმარისი არაა, უნდა დააკმაყოფილოს კრიტერიუმები" | კუბილიუსი

გამოქვეყნდა:

"დღეს ჩვენ განვიხილავთ ჩვენს წუხილს მედიათავისუფლების სიტუაციასთან დაკავშირებით საქართველოში. რატომ განვიხილავთ ამ საკითხს ამ წუხილით, რადგან ჩვენ აბსოლუტურად დარწმუნებული ვართ, ქართველი ხალხი იმსახურებს გახდეს  ევროკავშირის ოჯახის წევრი. ჩვენ გვინდა, რომ საქართველო იყოს ჩვენი წევრი, მაგრამ იმისთვის, რომ საქართველო გახდეს ევროპის წევრი, საკმარისი არ არის მხოლოდ ხალხის სურვილი, ქვეყანამ უნდა დააკმაყოფილოს წევრობის კრიტერიუმები.

დემოკრატია, კანონის უზენაესობა, მედიის თავისუფლება - ამას უნდა ახორციელებდეს მთავრობა და მისი ლიდერები, ზუსტად აქ არის ჩვენი წუხილი, მედიათავისუფლება ხდება მსხვერპლი პოლიტიზირებული სამართლისა საქართველში და ეს აბსოლუტურად მიუღებელია. ეს არაა პირიველი შემთხვევა, როცა პოსტკომუნისტური ქვეყანა ამ პრობლემის წინაშეა.

1997 წელს სლოვაკეთი არ დაპატიჟეს მოლაპარაკებებზე რადგან ქვეყანა არ ატარებდა ასეთ პოლიტიკას და სლოვაკელმა ხალხმა გადაჭრა ეს პრობლემა მეჩიარის გაშვებით და იმედი მაქვს საქართველოს მთავრობა მეჩიარის შეცდომას არ გაიმეორებს" - თქვა ევროპარლამენტარმა ანდრიურს კუბილიუსმა ეროპარლამენტში გამართულ დებატებზე. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი