"უნდა დავეხმაროთ საქართველოს, მაგრამ უნდა დავრწმუნდეთ, რომ ეს არ მოგვიტანს უფრო მეტ ზიანს"| ევროპარლამენტარი

გამოქვეყნდა:

"ჩვენ უნდა მივცეთ საქართველოს შესაძლებლობა, გახდეს წევრი, მაგრამ ეს არის ფაქტიურად სილის გაწნა ყველა იმ ქვეყნისთვის დასავლეთ ბალკანეთში, რომლებსაც ჩვენთვის წევრობისთვის მოუმართავს", - ამის შესახებ ევროპარლამენტარმა იოხამ კუსმა ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა.

"როცა ჩვენ ვლაპარაკობთ მედიის თავისუფლებაზე საქართველოში, მე მინდა მჯეროდეს, რომ ეს თავისუფლება არსებობს, როდესაც ის 99-ე ადგილზეა მედიის თავისუფლების კუთხით და არსებობს ისეთი ხალხი, როგორიცაა ლექსო ლაშქარავა.

ძალიან ბევრი ადამიანი მოხვდა ციხეში მხოლოდ იმიტომ რომ ისინი მხარს უჭერდნენ ოპოზიციურ არხს. მე მითხრეს ჩემმა თანაშემწეებმა საქართველოდან, რომ ძალიან ბევრი ცუდი რაღაც ხდება. ჩვენ უნდა მივცეთ საქართველოს შესაძლებლობა, გახდეს წევრი, მაგრამ ეს არის ფაქტიურად სილის გაწნა ყველა იმ ქვეყნისთვის დასავლეთ ბალკანეთში, რომლებსაც ჩვენთვის წევრობისთვის მოუმართავს. რა თქმა უნდა ჩვენ უნდა გავუწიოთ დახმარება, მაგრამ უნდა დავრწმუნდეთ იმაში, რომ ეს სიტუაცია არ იქნება უფრო მეტი ზიანის მომტანი, როგორც მათთვის ისევე ჩვენთვის", - თქვა იოხამ კუსმა. [სინქრონული თარგმანი]

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი