
"ქართული ოცნების" თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის აზრით, ევროპარლამენტი ფეიკის მსხვერპლი გახდა და კრიმინალების დასაცავად წარმოებულმა კამპანიამ ევროპარლამენტამდე მიაღწია. მან საგანგებო ბრიფინგზე ჩამოთვალა, თუ რა "შეაპარეს" რეზოლუციაში ამ კამპანიის მონაწილეებმა:
"შევეხებით არაერთ შედარებით მეორეხარისხოვან ფაქტობრივ უზუსტობასა და ტყუილს, რომელიც კამპანიის მონაწილეებმა ევროპარლამენტის რეზოლუციაში შეაპარეს. მაგალითისათვის, რეზოლუციაში ვკითხულობთ, რომ ხელისუფლება დღემდე უარს ამბობს მიხეილ სააკაშვილის კერძო კლინიკაში გადაყვანაზე, როდესაც სააკაშვილი დღესაც სწორედ კერძო კლინიკაში იმყოფება.
ასევე, რეზოლუციაში ვკითხულობთ, რომ ლექსო ლაშქარავა 5 ივლისს მიყენებული დაზიანებების შედეგად გარდაიცვალა, როდესაც გარდაცვალების რეალური მიზეზი საზოგადოებისთვის კარად არის ცნობილი.
2012 წლიდან დღემდე საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებულ არცერთ რეზოლუციასა და ოფიციალურ დოკუმენტში არცერთი მსგავსი ტყუილი არ გაპარულა. როდესაც კონკრეტული პირები ახერხებენ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ესოდენ უხეში ფაქტობრივი უზუსტობები და ტყუილები შეაპარონ, ეს უკიდურესად შემაშფოთებელია", - თქვა კობახიძემ.
მისივე განცხადებით, რეზოლუცია ძირითადად აგებულია 5 ივლისის მოვლენების აღწერაზე და რეზოლუციაში განმარტებული არაა, რომ გამოძიება დაიწყო 12 სისხლის სამართლის საქმეზე რის შედეგადაც 31 ადამიანი დააპატიმრეს, რაც კობახიძეს "არ ჰგონია", რომ რეზოლუციის მხოლოდ ტექნიკური ნაკლოვანება იყოს
"5 ივლისის თემაზე რეზოლუციაში ვკითხულობთ კიდევ ერთ მცდარ ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, რომ თითქოს 5 ივლისის შემდეგ საქართველოში ჟურნალისტებზე თავდასხმებმა უპრეცედენტო მასშტაბებს მიაღწია. სამწუხაროა, როდესაც ევროპარლამენტში რეზოლუციის მიღებამდე ამგვარი ფაქტების გადამოწმება არ ხდება", - თქვა კობახიძემ.
კობაიძემ აღნიშნა, რომ პარლამენტი ნებისმიერი დოკუმენტის დამტკიცებამდე ყველა ფაქტობრივ გარემოებას ამოწმებს.
იხილეთ: