სალომე ზურაბიშვილი ბრიუსელშია და შარლ მიშელს ხვდება

გამოქვეყნდა:

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ბრიუსელშია, სადაც ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, შარლ მიშელს ხვდება. შეხვედრის ამსახველ ფოტოს პრეზიდენტი Twitter-ზე ავრცელებს. 

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, სალომე ზურაბიშვილი დღეს, შარლ მიშელის მიწვევით, მონაწილეობას მიიღებს კონფერენციაში „ქალები კონფლიქტებში“.

"ბრიუსელში დაგაგმილ საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობენ ქალი ლიდერები და კონფლიქტში დაზარალებული ქალები, მათ შორის, უკრაინის პირველი ლედი ოლენა ზელენსკა, გაეროს ქალთა ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორი სიმა სამი ბაჰუსი, ნობელის მშვიდობის პრემიის ლაურეატი ნადია მურადი. ღონისძიების, რომელსაც გაეროს ქალთა ორგანიზაცია, Nadia’s Initiative და Dr. Denis Mukwege-ის ფონდი მასპინძლობს აქცენტები გაკეთდება კონფლიქტებში ქალი ლიდერების მნიშვნელობაზე, ქალებისა და გოგონების უფლებების რეალიზაციასა და მათი მშვიდობის პროცესებში სრულყოფილი მონაწილეობის აუცილებლობაზე" - წერს ადმინისტრაციის PR.

მანამდე, სალომე ზურაბიშვილი ოფიციალური ვიზიტით იტალიაში იმყოფებოდა. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი