პოლიტპატიმრების გათავისუფლება და მედიის ხელშეუხებლობა | ევროპარალმენტი თბილისისგან ცვლილებებს ითხოვს

გამოქვეყნდა:

ერთსულოვანი გადაწყვეტილება ევროპარლამენტისგან. სანქციები ბიძინა ივანიშვილს, პოლიტპატიმრების გათავისუფლება და მედიის ხელშეუხებლობა - ევროპული პოლიტიკური სპექტრი პრაქტიკულად ერთიან პოზიციაზე დგას და საქართველოს ხელისუფლებისგან ერთიდაიგივეს მოითხოვს.

კენჭისყრა ევროპარლამენტში კიდევ ერთი პოლიტიკური პოზიციის დაფიქსირება იყო - ევროდეპუტატებმა საკუთარ გამოსვლებში რამდენჯერმე გაიმეორეს, რომ ეს ბოლო გაფრთხილებაა "ქართული ოცნებისთვის" და შემდეგ რეზოლუციის რამდენიმე პროექტიდან ყველაზე მძიმეს დაუჭირეს მხარი.

მათ შორის "ქართული ოცნების" კრიტიკას შეუერთდნენ მმართველი პარტიის ევროპელი პარტნიორებიც, რომლებმაც საქართველოს ხელისუფლებას ჩამორჩენილი უწოდეს. 

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი