სანქციები ბიძინა ივანიშვილისთვის | ევროპარლამენტის რეზოლუცია და უპრეცედენტო პოლიტიკური განაცხადი

გამოქვეყნდა:

უპრეცედენტო პოლიტიკური განაცხადი და უმძიმესი ვერდიქტი ქვეყნის არაფორმალური მმართველისთვის. ერთი რეზოლუციით ევროპარლამენტმა ბიძინა ივანიშვილს პირდაპირ უთხრა, რომ ქვეყნის მიტაცებისთვის დიდი პოლიტიკური ფასის გადახდა მოუწევს.

ახლა სასწორზე დევს ყველაფერი, რასაც ოლიგარქი ასე მონდომებით უფრთხილდება. ფული და ძალაუფლება ივანიშვილს შესაძლოა მალე ხელიდან გამოეცალოს. ევროპარლამენტი "ქართული ოცნების" მფლობელის დასანქცირებას მოითხოვს.

მმართვლელი გუნდის ყველა მცდელობა და ვიზიტები ევროპაში უშედეგო აღმოჩდა. სანქციები უკვე ახლო პერსპექტივაა, "ოცნების" ხელისუფლებამ კი ბოლო გაფრთხილება მიიღო. ახალა ოლიგაქრი მძიმე არჩევანის წინაშე დგას - ევროპა თუ რუსეთი, რომელთანაც საიდუმლო კავშირები უკვე გაშიფრულია და ევროპის პასუხიც ხისტი და შთამბეჭდავია.

ევროპარლამენტი მოუწოდებს ევროპულ საბჭოსა და დემოკრატიულ პარტნიორებს, ბიძინა ივანიშვილისთვის პერსონალური სანქციების დაწესება განიხილონ. რეზოლუციის თავდაპირველ ვერსიაში ქვეყნის ჩრდილოვანი მმართველის საკითხის დაყენება არ განიხილებოდა თუმცა უმწცაცესმა დებატებმა რეალობა შეცვალა. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი