შეთქმულების ახალი ვერსია "ოცნების" ხელისუფლების ავტორობით. ევროპარლამენტის ისტორიულ დოკუმენტში ბიძინა ივანიშვილზე გაკეთებულ ჩანაწერს სახელისუფლებო გუნდის ორკესტრირებული შეტევა მოყვა.
გავლენიანი ევროპელი დეპუტატები, რომლებიც უპრეცენდენტოდ ხისტად აფასებენ საქართველოს დემოკრატიულ უკუსვლას, პოლიტიკური პატიმრების არსებობას, უმძიმეს მედია გარემოს და "მთავარი არხის" გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას დაკავებას, "ქართული ოცნების" თავმჯდომარის შეფასებით ალიანსში არიან ქართულ ოპოზიციასტან და ქვეყანაში მეორე ფრონტის გახსნა სურთ.
სიცრუის შემქმნელ პოლიტიკოსებად ირაკლი კობახიძე იხსენიებს საქართველოს ყველა მეგობარს, მათ შორის "ქართული ოცნების" ევროპელ პარტნიორებს სოციალ-დემოკრატების ჯგუფიდან.