მერილენდში, ერთ-ერთ ქარხანაში კაცმა თანამშრომლებს ცეცხლი გაუხსნა - გარდაიცვალა 3 ადამიანი

გამოქვეყნდა:

ამერიკაში, მერილენდის შტატში, შეიარაღებულმა კაცმა ქარხანაში თავის თანამშრომლებს ცეცხლი გაუხსნა. შემთხვევის შედეგად სულ მცირე 3 ადამიანი დაიღუპა. თავდამსხმელი პოლიციასთან ორმხრივი სროლის შედეგად დაიჭრა მანამ, სანამ დააკავებდნენ.

შეიარაღებული პირი 23 წლის იყო. პოლიცია მის ვინაობას არ ასახელებს. ის შემთხვევის ადგილიდან მანქანით გაქცევას ცდილობდა.

თავდამსხმელიც და მასთან სროლისას დაჭრილი სამართალდამცავიც საავადმყოფოში გადაიყვანეს.

პოლიციას თავდასხმის მოტივებზე არ უსაუბრია.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი