
მსოფლიოში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რიცხვმა 10 მილიონს გადააჭარბა. მათგან ყველაზე მეტი შემთხვევა ამერიკის შეერთებულ შტატებშია გამოვლენილი, მეორე და მესამე ადგილს კი ბრაზილია და რუსეთი ინაწილებენ.
კოვიდ 19-ის ინფექციით მსოფლიოში 504 ათასზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა, გამოჯანმრთელდა 5 მილიონ 556 ათასზე მეტი პაციენტი.
ჩინეთში 400 000-მდე მოქალაქე ისევ საყოველთაო კარანტინშია. ინფიცირების შემთხვევების ზრდის გამო კალიფორნიის გუბერნატორმა ბარების ხელახლა დაკეტვის ბრძანება გასცა, სოციალური დისტანცირების ზომები შესაძლოა ხელახლა შემოიღონ ავსტრალიაშიც. შეზღუდვებს ხელახლა დააწესებს სავარაუდოდ ისრაელიც, სადაც უკვე დაანონსებულია, რომ ქვეყანა კორონავირუსის გავრცელების მეორე ტალღის დასაწყისშია.