ჩვენი საფუძველი არ გამხდარა ფეიკნიუსი, ჩვენი საფუძველი გახდა ფაქტები - გრეგოროვა რეზოლუციაზე "ოცნებას" პასუხობს

გამოქვეყნდა:

კრიტიკული რეზოლუციის შემდეგ, "ქართული ოცნების" წარმომადგენლების მხრიდან გაკეთებულ განცხადებებსა და თავდასხმებს ევროპარლამენტარი მარკეტა გრეგოროვა ტელეკომპანია "ფორმულასთან" ინტერვიუში ეხმაურება.

კობახიძის პასუხად, რომ ევროდეპუტატები "ფეიკნიუსის მსხვერპლები" არიან, გრეგოროვა ამბობს, რომ მათი გადაწყვეტილების საფუძველი რეალური ფაქტები და მონაცემები გახდა: 

"გარწმუნებთ, ჩვენი საფუძველი არ გამხდარა ფეიკნიუსი, ჩვენი საფუძველი გახდა ფაქტები და მონაცემები. ჩვენ ველაპარაკებით როგორც ქართული ოცნების, ასევე ოპოზიციის, არასამთავრობოების და სამოქალაქო საზოგადოების წარმადგენლებს, რომლებიც აფასებენ მედიათავისუფლებას და ობიექტურად ადევნებენ თვალს სხვადასხვა საქმეს. ჩვენ მკაფიო ვართ ამ საკითხზე." ამბობს ის.

გრეგოროვას თქმით, საქართველოს პრემიერმინისტრი ევროპარლამენტარებს შეურაცხყოფას აყენებს: 

"რა თქმა უნდა, პრემიერის მხრიდან ჩვენს მიმართ ვისმენთ შეურაცხყოფას. მას ნამდვილად არ მოსწონს ევროპარლამენტი, მაგრამ წარმოდგენა არ მაქვს რატომ. თუ ის პროევროპელია და მართლაც სურს, რომ მისი ქვეყანა წავიდეს ევროპის მიმართულებით, უნდა დაიცვას კანონის უზენაესობის და დემოკრატიის სტანდარტები.

ვიმედოვნებთ, რომ ამ რეზოლუციიდან საქართველოს მოქალაქეებისთვის ნათელია რომ ჩვენ მათ გვერდით ვდგავართ და მათ ინტერესებს ვიცავთ. სწორედ ამიტომაც არ ვართ ბედნიერი მათი მთავრობით და ვფიქრობთ, რომ შესაძლოა მათი მთავრობა ბლოკავდეს საკუთარი მოქალაქეების ევროპულ მისწრაფებას" ამბობს გრეგოროვა.

შეგახსენებთ, 9 ივნისს ევროპარლამენტმა საქართველოში მედიის თავისუფლებისა და ჟურნალისტების უსაფრთხოების დარღვევების შესახებ ევროპარლამენტის 5 პოლიტიკური ჯგუფის ინიცირებული ერთობლივი რეზოლუცია მიიღო.

რეზოლუციაში შევიდა შესწორება, რომელიც ბიძინა ივანიშვილისთვის სანქციების დაწესების მოწოდებას ეხება.

რეზოლუციას მხარი 308 ევროპარლამენტარმა დაუჭირა, წინააღმდეგი კი 218 წავიდა. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი