პრემიერის მხრიდან ჩვენს მიმართ ვისმენთ შეურაცხყოფას. მას ნამდვილად არ მოსწონს ევროპარლამენტი - გრეგოროვა

გამოქვეყნდა:

ევროპარლამენტარი მარკეტა გრეგოროვა ამბობს, რომ საქართველოს პრემიერმინისტრი ევროპარლამენტარებს შეურაცხყოფას აყენებს. განცხადება მან ამის შესახებ ტელეკომპანია "ფორმულასთან" საუბარში, გუშინდელი კრიტიკული რეზოლუციის შესახებ საუბრისას გააკეთა:

"რა თქმა უნდა, პრემიერის მხრიდან ჩვენს მიმართ ვისმენთ შეურაცხყოფას. მას ნამდვილად არ მოსწონს ევროპარლამენტი, მაგრამ წარმოდგენა არ მაქვს რატომ. თუ ის პროევროპელია და მართლაც სურს, რომ მისი ქვეყანა წავიდეს ევროპის მიმართულებით, უნდა დაიცვას კანონის უზენაესობის და დემოკრატიის სტანდარტები." ამბობს გრეგოროვა

შეგახსენებთ, 9 ივნისს ევროპარლამენტმა საქართველოში მედიის თავისუფლებისა და ჟურნალისტების უსაფრთხოების დარღვევების შესახებ ევროპარლამენტის 5 პოლიტიკური ჯგუფის ინიცირებული ერთობლივი რეზოლუცია მიიღო.

რეზოლუციაში შევიდა შესწორება, რომელიც ბიძინა ივანიშვილისთვის სანქციების დაწესების მოწოდებას ეხება.

რეზოლუციას მხარი 308 ევროპარლამენტარმა დაუჭირა, წინააღმდეგი კი 218 წავიდა. 

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი