მე ჩამოვიტანე გზავნილი ვაშინგტონიდან, შეშფოთება საქართველოს დემოკრატიული ტრაექტორიის გამო - მაკდონალდის შეხვედრები პარლამენტში

გამოქვეყნდა:

ამერიკის სახელმწიფო მდივნის მოადგილის თანაშემწე კარა მაკდონალდი, პარლამენტში უმრავლესობასა და ოპოზიციას შეხვდა. მისი თქმით, ვაშინგტონი შეშფოთებულია საქართველოში დემოკრატიული განვითარების ბოლოდროინდელი უკუსვლით.  

მაკდონალდი აცხადებს, რომ მთავრობის წარმომადგენლებთან ქვეყანაში საარჩევნო და სასამართლო სისტემების რეფორმების აუცილებლობა განიხილა, რადგან ეს ევროპული ინტეგრაციისთვის აუცილებელია. 

"მე ვარ კარა მაკდონალდი, ამერიკის სახელმწიფო მდივნის მეორე მოადგილე და ჩემი გზავნილი ამერიკიდან არის ღრმა ერთგულება საქართველოს წინსვლისა და ევროატლანტიკური მომავლისადმი. ეს გზა არის კომპლექსური და ის მოითხოვს დიდ შრომას. ბევრი რამ გაკეთდა, ბევრი რამ კიდევ არის გასაკეთებელი. ჩვენ ამის ნაწილი ვიყავით ყოველთვის და ვიქნებით მომავალშიც. დღეს მე მქონდა შეხვედრა პარლამენტის თავმჯდომარესთან, ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარესთან, ასევე სამოქალაქო საზოგადოებასთან და სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებთან, რათა დამენახა უფრო ფართო სურათი, თუ რა გამოწვევებია ქვეყანაში. ჩვენ განვიხილეთ ქვეყნის დემოკრატიული განვითარება, საარჩევნო და სასამართლო რეფორმები და, რაც მთავარია, ის თუ რა უნდა გაკეთდეს საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციისთვის. მე ასევე ჩამოვიტანე გზავნილი ვაშინგტონიდან, კერძოდ კი შეშფოთება საქართველოს დემოკრატიული ტრაექტორიის გამო. მოგეხსენებათ, ჩემი ვიზიტი ემთხვევა უპრეცედენტო მოვლენებს, როგორიცაა პუტინის მიერ პროვოცირებული ომი უკრაინაში და ეს არის ის, რაც საქართველოსაც აქვს გამოცდილი. ჩემი ვიზიტი ასევე ემთხვევა იმ უნიკალურ შესაძლებლობას, რაც საქართველოს აქვს. ჩემი გზავნილია, რომ გაერთიანდეთ, რათა გამოიყენოთ ეს შესაძლებლობა და მიაღწიოთ იმას, რაც ქართველ ხალხს სურს. ამ ძალისხმევაში ძალიან ბევრი პარტნიორები გვყავს, მათ შორის სამოქალაქო საზოგადოება და სახალხო დამცველი. აშშ ერთგული რჩება საქართველოს მიმართ აღებული ვალდებულებებისა", - ამბობს კარა მაკდონალდი

მანამდე სახელმწიფო მდივნის თანაშემწე, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა.  

საუბრის მთავარი თემები,  საქართველოში მედია დამოუკიდებლობა, სიტყვის თავისუფლება და ამ მიმართულებით არსებული გამოწვევები, ასევე  გასული წლის 5-6 ივლისის სადამსჯელო ღონისძიება და მთავარი არხის დამფუძნებლის უსაფუძვლო პატიმრობა იყო. 

იხილეთ ასევე:

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი