პრეზიდენტის დაბლოკილი ვიზიტები - რას ამბობდა ზურაბიშვილი მარტში

გამოქვეყნდა:

სალომე ზურაბიშვილმა მთავრობის მხრიდან საერთაშორისო ვიზიტების დაბლოკვაზე პირველი განცხადება 14 მარტს, პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას გააკეთა -  "2022 წლის 26 თებერვალს წერილობით მეთქვა უარი პარიზში, ბრიუსელში, ბერლინსა და ვარშავაში სამუშაო ვიზიტების გამართვაზე" - თქვა მაშინ ზურაბიშვილმა და აღნიშნა, რომ ასეთ ვითარებაში იძულებული გახდა პირადი კონტაქტები გამოეყენებინა და სამუშაო ვიზიტები პირად შეხვედრებად გადაექცია

"მიმაჩნია, რომ ეს მიდგომა და ასეთი შეზღუდვები, ჩვენი ქვეყნისთვის, რომელიც ესოდენ რთულ რეგიონში იმყოფება, დამაზიანებელია. შეზღუდვების დრო კი არა, პირიქით, ვისაც რა შეგვიძლია, საერთაშორისო დონეზე, მაქსიმალურად უნდა ვიყოთ ჩართულნი, მოსვენებას არ უნდა ვაძლევდეთ ჩვენს პარტნიორებს! მე კი მგონია, რომ ჩემი ორმოცწლიანი გამოცდილება დიპლომატიისა და სტრატეგიულ საკითხებში, და ამ პერიოდში შეძენილი პირადი კონტაქტები ამ ქვეყნისთვის მაქსიმალურად გამოსაყენებელია, ვიდრე დასაკარგი." ამბობდა მაშინ ზურაბიშვილი.

ღარიბაშვილმა კი უარის მოტივად მიზეზად მაშინ, რეგიონში არსებული "რთული პროცესები" დაასახელა - როცა რეგიონში ომია, მთავარსარდალი უნდა იყოს ქვეყანაში - თქვა ღარიბაშვილმა.

როგორც დღეს გაირკვა, ზურაბიშვილს ვიზიტები ისევ დაუბლოკეს უკრაინაში, საფრანგეთსა და პოლონეთში. საგანგებო განცხადება ზურაბიშვილმა დღეს ბრიუსელიდან გააკეთა 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი