სასამართლომ არ დააკმაყოფილა გიორგი რურუას ადვოკატების შუამდგომლობა მისი გათავისუფლების შესახებ და პოლიტპატიმარი კვლავ საპყრობილეში დატოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოში გიორგი რურუას მორიგი პროცესი მიმდინარეობს. დღევანდელ პროცესზე ერთ სამართალდამცავს და კერძო კომპანიის წარმომადგენელს დაკითხავენ. ამ უკანასკნელის კუთვნილი შენობის ახლოს არის ადგილი, სადაც გიორგი რურუა დააკავეს.
პროცესზე დაწყებულია დაცვის მტკიცებულებების გამოკვლევა. სამართალდამცავი, რომლის დაკითხვაც ახლა მიმდინარეობს, უკანონოდ შევიდა რურუას საკანში და მისი ნების გარეშე გამოიტანა დაკავებულის კუთვნილი ნივთები. ამ ყველაფერს პენიტენციური დაწესებულებიდან ამოღებული ვიდეო ჩანაწერი ადასტურებს.
მოწმეთაგან ერთ-ერთი არის გამომძიებელი, სოსო ტვილდიანი, რომელიც შესრული იყო რურუას საკანში და მან შეადგინა ყალბი საპროცესო დოკუმენტები, ასევე მან მიუთითა, რომ ნივთები და ლუქა. მოხდა ის, რაც მოხდა 2019 წლის 18 ნოემბერს, თუმცა, სამწუხაროდ, პოლიციელებმა ოპერაცია ჩაატარეს ვაკის სასაფლაოსთან, ამიტომ ვერ მოვიპოვეთ ვიდეო ჩანაწერები, ამ ოპერაციის ამსახველი ვიდეო მასალა ვერ მოვიპოვეთ, რადგან ადგილი სპეციალურად იქნა შერჩეული, - ამბობს დაკავებულის ადვოკატი დიმიტრი საძაგლიშვილი.
"ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელი სალომე სამადაშვილი, სანამ მოსამართლე გადაწყვეტილებას მიიღებდა, ამბობდა, რომ ხელისუფლებას აქვს დრო, რომ გაათავისუფლოს გიორგი რურუა და მაშინ ოპოზიცია კენჭისყრაში მიიღებს მონაწილეობას.
იმ შემთხვევაში, თუ დღეს სასამართლო მიიღებს კანონიერ გადაწყვეტილებას და გაათავისუფლებს გიორგი რურუას, ჩვენ მზად ვართ მხარი დავუჭიროთ საკონსტიტუციო ცვლილებებს, - ამბობდა სამადაშვილი.
გიორგი რურუა კვლავ საპატიმროში რჩება, რაც ნიშნავს, რომ საკონსტიტუციო ცვლილებებს მესამე მოსმენაზე ოპოზიცია მხარს არ დაუჭერს.