
პოლონელმა ევროპარლამენტარი, რადოსლავ სიკორსკი აცხადებს, რომ დასავლეთს უფლება აქვს, უკრაინას დამოუკიდებლობის დასაცავად ბირთვული ქობინები გადასცეს. ამასთან დაკავშირებით სიკორსკიმ უკრაინულ მედიასთან ისაუბრა.
მას არგუმენტად 1994 წელს უკრაინის მიერ რუსეთისთვის ბირთვული არსენალის გადაცემაზე გაფორმებული ბუდაპეშტის მემორანდუმი მოჰყავს. ამბობს, რომ ოფიციალურმა მოსკოვმა შეთანხმებით აღებული ვალდებულებები დაარღვია.
"1994 წელს ბუდაპეშტის მემორანდუმის ხელმოწერის შემდეგ, უკრაინამ თავისი ბირთვული არსენალი რუსეთს გასცა. მაშინ ყველას გაიგო რომ ბირთვული არსენალის გადაცემის სანაცვლოდ უკრაინამ უსაფრთხოების გარანტიები ექნებოდა და დამოუკიდებულება ხელუხლებელი იქნებოდა. რუსეთმა ეს შეთანხმება არაერთხელ დაარღვია. მაშინ უკრაინას ამ ბირთვული არსენალის გაკონტროლების ან უსაფრთხოდ შენახვის საშუალება არ ჰქონდა. მიუხედავად იმისა რომ უკრაინამ პირობები შეასრულა, რუსეთმა ვალდებულებები დაარღვია. ვფიქრობ რომ დასავლეთს უფლება აქვს უკრაინას ბირთვული ქობინები გადასცეს, რათა უკრაინამ თავისი დამოუკიდებლობა დაიცვას", - ამბობს რადოსლავ სიკორსკი.
შეგახსენებთ, რომ 1994 წელს გაფორმებული ბუდაპეშტის მემორანდუმით – შეერთებულმა შტატებმა, რუსეთმა და ბრიტანეთმა, აიღეს ვალდებულება - უკრაინის წინააღმდეგ ძალის გამოყენებისგან თავის შეკავებისა და მისი დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და არსებულ საზღვრების პატივისცემის. თავის მხრივ კი უკრაინამ რუსეთს მთელი ბირთვული არსენალი გადასცა.