ევროპარლამენტის რეზოლუცია | ღია მხარდაჭერა საქართველოს

გამოქვეყნდა:

"ქართული ოცნება" ღიად ანტიევროპულ რიტორიკაზე გადავიდა და ამის გამო ქვეყნის, უფრო სწორად, თქვენი შვილების მომავალს ახლა ეს ადამიანები კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებენ. ვითომ ევროპულობის ნიღაბი კი მას შემდეგ მოიხსნეს, რაც ევროპარლამენტის რეზოლუციაში მოხვდა ჩანაწერი ივანიშვილზე.

კერძოდ, რომ ის ერთადერთი ქართველი ოლიგარქია, რომელიც დექსტრუქციულად ერევა ქვეყნის პოლიტიკურ და ეკონომიკურ ცხოვრებაში, აქვს მჭიდრო კავშირები კრემლთან, ჰყავს ჯიბის მთავრობა და მორჩილი სასამართლო და საფრთხეს წარმოადგენს ქართული სახელმწიფოსა და დემოკრატიისთვის.

იქვე ითქვა რომ ჰუმანიტარული მიზნებით უნდა მოხდეს მიხეილ სააკაშვილის სამკურნალოდ გაყვანა, ანუ იგულისხმება, რომ მის ჯანმრთელობას ახლა საფრთხე ემუქრება, და მკაფიოდ ითქვა ისიც, რომ ნიკა გვარამია დაპატიმრებულია ჟურნალისტური საქმიანობის გამო.

ყოველივე ამის მიუხედავად, ევროპარლამენტმა სრული მხარდაჭერა გამოუცხადა ქართველ ხალხს და რეკომენდაცია მისცა ევროკომისიას, ჩვენი განაცხადი დადებითად გადაწყვიტოს. აი ეს კი ნამდვილად საქართველოს გამარჯვებაა, ჩვენი ღია მხარადჭერაა, რომელსაც ვერანაირი პროპაგანდა ვერ გაანელებს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი