ორიოდე კვირაში ბრიუსელმა საქართველოს განაცხადს პასუხი საბოლოოდ უნდა გასცეს. ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღების შემთხვევაში საქართველოსთვის იხსნება შესაძლებობების უნიკალური ფანჯარა.
თავისთავად უკვე კანდიდატის სტატუსს მოჰყვება უზარმაზარი ფინანსური და ინსტიტუციური დახმარაება, მხოლოდ იმიტომ რომ ჩვენ უკეთესი ქვეყნის აშენება შევძლოთ. ქვეყნისა, სადაც დაცულად გრძნობს თავს მისი ყოველი მოქალაქე და რომელიც მის მაცხოვრებლებს არსებობისა და განვითარების ღირსეულ პირობებს სთავაზობს.
რას ნიშნავს ეს ისტორიული შანსი საქართველოსთვის - თეა ადეიშვილის რეპორტაჟი.