ევროპული ოჯახის წევრობა ცხადია გარკვეული სტანდარტის დაკმაყოფილებას ნიშნავს. ეს უპირველესად ეხება დემოკრატიის ხარისხს და კანონის უზენაესობას. ამისთვის ორად ორი კრიტერიუმის დაკმაყოფილებაა საჭირო - 1. თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები და 2. სამართლიანი სასამართლო.
მართალია "ქართული ოცნება" ცდილობს, ისე წარმოაჩინოს, თითქოს ევროპა საქართველოს რაიმე მოთხოვნას უყენებდეს, თავს რაიმე არასუსრველს ან ცუდს ახვევდეს, მაგრამ სინამდვილეში მთელი ევროინტეგრაცია მარტივად შეგვიძლია დავიყვანოთ ამ საყრდენ ღერძზე. არჩევნები და სასამართლო - ეს იყო შარლ მიშელის შეთანხმების მთავარი ხაზი, მანამდე ასოცირების შეთანხმების მთავარი ხაზი და ასე შემდეგ. სია ძალიან გრძელი გამოვა.
"ქართულმა ოცნებამ" არჩევნები გაუკრვეველ რიტუალად აქცია, უბნის მაყურებლებით, აგრესიული ელემენტებით, ფული აღებ-მიცემობით. რიტუალად, რომელიც არაფერს ცვლის, სადაც სულ ერთია ხალხი ვის შემოხაზაბს და ვის დაუჭერს მხარს - იმარჯვებს ის ვინც ოქმებს აჯამებს.
და თუკი აღშფოთებული მოქალაქეები სასამართლოში წავლენ, ნოტარიუსად ქცეული კანტორაც ამაყად დაამტკიცებს, რომ შავი თეთრია და ლეგიტიმაციას ისევ "ქართულ ოცნებას" აძლევს, სრულიად დაუმსახურებლად.