"ოცნება" კადიროვის საამებლად | როგორ გამოიყენებს საქართველო კანდიდატის სტატუსის მიღების უნიკალურ შანსს

გამოქვეყნდა:

საქართველო ისტორიულ გზაჯვარედინზეა. დღეს გაჩნდა უნიკალური შანსი - ქვეყანამ ევროპული ოჯახის კარი შეაღოს და მიიღოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი.

ამ სტატუსიდან ნამდვილ წევრობამდე კიდევ ბევრი წელი გაივლის და კიდევ უფრო მეტი შრომაც მოგვიწევს. მაგრამ ისტორიული წყალგამყოფის შემდეგ უკვე ზუსტად გვეცოდინება, რომ როგორც სახელმწიფოს, როგორც ერს,გვექნება გადარჩენის შანსი. რომ ჩვენს შვილებს ექნებათ მომავალი და ეს მომავალი სწორედ ამ ქვეყანასთან იქნება დაკავშირებული და არა სადმე სხვაგან. 

საქართველო ისტორიულად, თუ კულტურულად - ყოველთვის იყო დასავლეთის ნაწილი. მაგრამ ახლა - თაობების, საუკუნეების ბრძოლა გავხდეთ ამ ოჯახის სრულფასოვანი ნაწილი, ისე ხელშესახებია როგორც არასდროს, ჩვენი 4 000-წლოვანი ისტორიის განმავლობაში.

საქართველოს ევროპულ ოჯახში დაბურნება არა რომელიმე ერთი პოლიტიკური პარტიის მონაპოვარი იქნება, არამედ ყველასი ერთად. ამ გზის საბოტაჟისკენ მიმართული ნებიმიერი ქმედება კი არა რიგითი მავნებლობაა, არამედ დანაშაული, საკუთარი შვილებისა და ქვეყნის ბედით თამაში. ეს ქვეყანა ჩვენი ასაშენებელია, და დროა ეს თითოეულმა ჩვენგანმა დღესვე, აი ახლავე გავაცნობიეროთ.

რამდენად გვაახლოებს ევროპას, ჩვენს ისტორიულ არჩევანს ხელისუფლების მხრიდან გამუდმებული თავდასხმები დასავლეთზე, ახლა ამ ისტორიულ მომენტში "ქართული ოცნების" რუსული რიტორიკის მოსმენა კიდევ უფრო მძიმე ხდება. მაგრამ კიდევ უფრო კატასტროფულია ის ნაბიჯები, რომელსაც ხელისუფლება დგამს.

დღევანდელ გადაცემას ერთი მაგალითით დავიწყებ: 3 წლის წინ რუსეთის მოთხოვნით საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ კადიროვის რეჟიმს დისიდენტი ექსტრადიციით გადასცა. მთელი ამ დროის განმავლობაში უფლებადამცველები მას უშედეგედოდ ეძებდნენ, ის დიდი ალბათობით მოკლულია. თუმცა ეს არაა კადიროვის საამებლად საქართველოს ხელისუფლებისგან გადადგმული ერთადერთი ნაბიჯი. უკრაინაში ომის დაწყებიდან ჩეჩნეთში, ინგუშესთსა და დაღესტანში მამაკაცებს ძალით ერეკებიან ფრონტზე და ამით პირადად კადიროვის დაჯგუფება სვარაუდოდ კრემლთან ქულების ჩაწერას ცდილობს. იძულებით ომში თუ არ წავლენ აწამებენ და იშჭერენ. ამ შემთხვევაში დახმარება კადიროვის რეჟიმმა საქართველოდან მიიღო.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი