
"ხელმოცარულები, პარლამენტში ხელმოცარული დიპლომატი რომ ვუწოდე აი ესენი, რომ ჰყავთ... ესენი დარბიან კარ და კარ, თავიანთ კუბილიუსებთან, ქალბატონ გრიგოროვა თუ მარკარეტასთან" - ამბობს "ოცნების" დეპუტატი ირაკლი ზარქუა ევროპარლამენტარებზე საუბრისას.
კრიტიკული რეზოლუციითა და ივანიშვილის დასანქცირების მოთხოვნით გაღიზიანებულები, "ოცნების" წარმომადგენლები ბოლო დღეებია აქტიურად ესხმიან თავს საქართველოს ევროპელ პარტნიორებს.
"გარკვეული ჯგუფები, როდესაც მანიპულაციას ეწევიან ბატონი ივანიშვილის საკითხით, ეს არის სირცხვილი მართლა. ხელმოცარულები, მათ შორის აი ის პარლამენტში, რომ ჰყავს ხელმოცარული დიპლომატი, რომ ვუწოდე აი ესენი. აი ესენი დარბიან კარ და კარ, აი თავიანთ კუბილიუსებთან, თავიანთ რაისებთან, ქალბატონ გრიგოროვა თუ მარკარეტასთან. ერთი ამოსავალი აქვს, რომ რამენაირად ხელისუფლებაში დაბრუნდნენ, ვერ ეღირსებიან." - ამბობს ზარქუა
იხილეთ ასევე: