
"რადიო თავისუფლების" ბრიუსელის ბიუროს ჟურნალისტი რიკარდ ჟოზვიაკი წერს, რომ ევროკომისიას დღეს უკრაინის, მოლდოვასა და საქართველოს წევრობის განაცხადზე საორიენტაციო დებატები ჰქონდა.
მისი ინფორმაციით, სავარაუდოდ, ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს უკრაინა და მოლდოვა პირობებით მიიღებენ, საქართველოს საკითხი კი კითხვის ნიშნის ქვეშაა.
"დღეს ევროკომისიას ჰქონდა საორიენტაციო დებატები უკრაინის, მოლდოვასა და საქართველოს წევრობის განაცხადზე. როგორც ჩანს, კანდიდატის სტატუსს პირობებით მიიღებენ მოლდოვა და უკრაინა, თუმცა კითხვის ნიშნის ქვეშაა საქართველო. გადაწყვეტილება იქნება პარასკევს, წევრი სახელმწიფოები კი საბოლოო განაჩენს მომდევნო კვირაში გამოიტანენ", - წერს რიკარდ ჟოზვიაკი.