ბატონი ბიძინა გახლავთ ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული, გაბედული და პატრიოტი ქართველი ვისაც ოდესმე შევხვედრილვარ - რიჟვაძე

გამოქვეყნდა:

პრემიერის, პარტიის თავმჯდომარისა და პარტიის სხვა რიგითი წევრების შემდეგ, ევროპარლამენტის რეზოლუციას უკვე თორნიკე რიჟვაძე აკრიტიკებს და "სიყალბითა და ორპირობით სავსეს" უწოდებს. რიჟვაძეც იმეორებს, რომ ივანიშვილს "ვერავინ დააშანტაჟებს":

"სიყალბით და ორპირობით სავსე რეზოლუციას, სადაც გარკვეული მანიპულაციებია შესაძლო სანქციებთან დაკავშირებით და ასევე ის თავგასულობა, რომელსაც იჩენს ერთ-ერთი ევროპული ბანკი. ბუნებრივია, ეს მიუღებელია პირველ რიგში და ამავე დროს მინდა აღვნიშნო, რომ ფაქტი ფაქტად რჩება, ბატონი ბიძინა ივანიშვილი აღარ არის ჩართული ქართულ პოლიტიკაში და ასევე ყველაზე მთავარი, ბატონი ბიძინა გახლავთ ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული, გაბედული და პატრიოტი ქართველი ვისაც ოდესმე შევხვედრილვარ. შესაბამისად სანქციებით, პოტენციური ფინანსური ზეწოლით ჩვენ ვერავინ ვერ დაგვაშანტაჟებს", - ამბობს რიჟვაძე 

შეგახსენებთ, რომ ევროპარლამენტმა 9 ივნისს მიიღო რეზოლუცია საქართველოში მედიის თავისუფლებისა და ჟურნალისტების უსაფრთხოების დარღვევების შესახებ. ის 5 პოლიტიკური ჯგუფის მიერ იყო ინიცირებული. 

რეზოლუციაში შევიდა შესწორება, რომელიც ბიძინა ივანიშვილისთვის სანქციების დაწესების მოწოდებას ეხება.

რეზოლუციას მხარი 308 ევროპარლამენტარმა დაუჭირა, წინააღმდეგი კი 218 წავიდა.

იხილეთ ასევე:

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი