"ოცნება" დასავლეთს აშანტაჟებს | ივანიშვილის ინტერესების გამტარი მთავრობა პარტნიორებს უპირისპირდება

გამოქვეყნდა:

ისტორიული გადაწყვეტილება სულ უფრო ახლოსაა. ევროპულ ოჯახთან საქართველო ჯერ არასდროს არ ყოფილა ასე ახლოს. და სწორედ ახლა დგება მომენტი, როდესაც ბოლო 30 წლის პოლიტიკური ბრძოლა, მისი სულისკვეთება, უდიდეს გამარჯვებად უნდა იქცეს. და ქართველმა ხალხმა, ერთიანმა როგორც არასდროს უნდა შეძლოს და თქვას, მე ვარ ქართველი და მაშასადამე მე ვარ ევროპელი. 

და სწორედ მაშინ, როდესაც მთავრობამ ყველა რესურსი უნდა გამოიყენოს ევროპასთან დასაახლოებლად, ოლიგარქიული რეჟიმი ყველაზე მანვებლურ გზას ირჩევს. პრემიერმინისტრი ბიძინა ივანიშვილის დასაცავად ღიად ემუქრება და აშანტაჟებს ევროპას. ღარიბაშვილს არც კი მალავს, რომ ხელისუფლების განაწყენების მიზეზი ევროპარლამენტის რეზოლუციის ის ნაწილია, რომელშიც ოლიგარქის წინააღმდეგ სანქციებზეა საუბარი.

მთავარი 11:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი