რუსეთის მიერ საქართველოს მოქალაქეებისთვის მორალური ზიანის ანაზღაურება - ევროპის საბჭომ საკითხის განხილვა სექტემბერში ჩანიშნა

გამოქვეყნდა:

რუსეთის მიერ ევროსაბჭოს დატოვებისა და ვალდებულებების შესრულებაზე უარის მიუხედავად, ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტი მაინც შეეცდება აიძულოს კრემლი გადაიხადოს 2006 წელს რუსეთიდან საქართველოს მოქალაქეების მასობრივი დეპორტაციის გამო დაკისრებული კომპენსაციები.

საკითხის განხილვა ევროსაბჭომ სექტემბერში ჩანიშნა. განცხადებაში ნათქვამია, რომ რუსეთს საქართველოს 1 500 მოქალაქისთვის მორალური ზიანის მიყენების გამო 10 მილიონი ევრო აქვს გადასახდელი. ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტი ორგანიზაციის წევრ სახელმწიფოებს მოუწოდებს შეისწავლონ ყველა შესაძლო მექანიზმი, რათა რუსეთისთვის დაკისრებული ვალდებულების აღსრულება მოხდეს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი