პირადი მოტივაცია სამართლებრივი დასაბუთების ნაცვლად და პოლიტიკური ანგარიშსწორება კონსტიტუციის დაცვის საპირისპიროდ - ეს არის მთავარი ტენდენციები, რომლებიც იურისტებმა, უფლებადამცველებმა და პოლიტიკოსებმა ნიკა გვარამიას საქმეში ამოიკითხეს.
სამოქალაქო საზოგადოებისთვის სულ უფრო აშკარა ხდება სასამართლო კლანის კონტურები, რომელმაც გააფრთრებული ბრძოლა დაიწყო საკუთარი წევრის, მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძის გადასარჩენად. შეერთებული შტატების სანქცია გვარამიას საქმის მოსამართლისთვის გახდა სიგნალი კლანისთვის, რომ მისი არსებობის დღები იწურება.
ახალი პოლიტიკური ინიციატივით ეს დრო კიდევ უფრო ახლოა. "დროას" ლიდერი ასახელებს კლანის ყველაზე გავლენიან წევრებს, რომლებისთვისაც სანქციების დაწესება დემოკრატიის გადარჩენის ტოლფასი იქნება.