"მთავარ არხზე" გასული სიუჟეტის გამო დაკითხვების სერია გრძელდება

გამოქვეყნდა:

"მთავარ არხზე" გასული რეპორტაჟის გამო დაკითხვების სერია გრძელდება. სუს-ში გამოკითხვაზე დაიბარეს ჩვენი ორი რესპონდენტი, რომლებიც შაბათის "მთავარში" გასულ სიუჟეტში 10 ათას ლარად გაყიდულ დიაგნოზზე საუბრობდნენ.

რეპორტაჟის გმირებმა სუს-ში მისვლაზე უარი თქვეს და ჩვენება საქალაქო სასამართლოში მისცეს. ერთ-ერთი მათგანი "ახალი საქართველოს" მარნეულის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარეა.

ჩვენმა რესპონდენტებმა სასამართლოს შენობა უკვე დატოვეს. გამოკითხვაზე მათ ისაუბრეს "მთავარზე" გასული სიუჟეტის დეტალებზე და კიდევ ერთხელ დაადასტურეს თავიანთი ნათქვამი.

საქალაქო სასამართლოში შესვლამდე, პარტია "ახალი საქართველოს" მარნეულის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე ფუად გახრამანოვმა აღნიშნა, რომ ის სუს-მა უკვე მეორედ დაიბარა. თუმცა, მისი აზრით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მასზე ზეწოლას მოახდენდნენ და ამიტომ საქალაქო სასამართლოში არჩია ჩვენების მიცემა.

მიმაჩნია, რომ ეს ჩემ მიმართ ფსიქოლოგიური ზეწოლაა, რადგან პოლიტიკურად აქტიური ვარ და ამიტომაც უნდათ დამაშინონ, - ამბობს გახრამანოვი.

გახრამანოვის ადვოკატი ჯეიჰუნ მამედოვი კი მიიჩნევს, რომ სუს-მა გამოძიება გაურკვეველი მოტივებით დაიწყო. 

"მთავარი არხის" სიუჟეტის მეორე რესპონდენტი ფარიკ მურსაკულოვი კი ფიქრობს, რომ გამოკითხვათა ეს სერია სიტყვის თავისუფლების შეზღუდვის მცდელობაა, რასაც თავად ეწინააღმდეგება.

მიმაჩნია, რომ სიტყვის თავისუფლებას ეწინააღმდეგება ეს პროცესი. ჩვეულებრივად, მარნეულში კოვიდ-19-თან დაკავშირებულ ჭორებზე ვილაპარაკე. ამის გამო ჩემი დაბარება სიტყვის თავისუფლებას ეწინააღმდეგება - განმარტა მურსაკულოვმა.

 შაბათის "მთავარში" გასული სიუჟეტის გამო სუს-მა გამოძიება საბოტაჟის მუხლით დაიწყო. 

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი