კვლავ მოვუწოდებ ყველა პარტიას, ბოლომდე განახორციელონ 8 მარტის შეთანხმება - ადამ კინზინგერი

გამოქვეყნდა:

ამერიკელი კონგრესმენი ადამ კინზინგერი პარლამენტის მიერ დამტკიცებულ საკონსტიტუციო ცვლილებებს "თვითერის" ოფიციალურ გვერდზე ეხმაურება. კინზინგერი მადლობას უხდის მათ, ვინც კანონპროექტის მიღებაში იყო ჩართული და კიდევ ერთხელ ამახვილებს ყურადღებას 8 მარტის შეთანხმების ყველა პუნქტის შესრულების აუცილებლობაზე.

ვულოცავ საქართველოს პარლამენტს საკონსტიტუციო ცვლილებების საბოლოოდ დამტკიცებას და პატივს მივაგებ მათ, ვინც კანონპროექტის მიღებაში იყო ჩართული. კვლავ მოვუწოდებ ყველა პარტიას, ბოლომდე განახორციელონ 8 მარტის შეთანხმება და მადლობას ვუხდი აშშ-ს საელჩოსა და ელჩ დეგნანს გაწეული ძალისხმევისთვის, - წერია განცხადებაში.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი