ირლანდიის სენატმა მოუწოდა ევროკავშირს მოგვანიჭოს კანდიდატი ქვეყნის სტატუსი - საგარეო

გამოქვეყნდა:

საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, 14 ივნისს ირლანდიის სენატმა საქართველოს მხარდამჭერი რეზოლუცია მიიღო, რომლითაც ის ევროკავშირს მოუწოდებს, მიანიჭოს საქართველოს კანდიდატი ქვეყნის სტატუსი.

"სენატი მხარს უჭერს, ევროკავშირის გაფართოებას ევროპული ნორმებისა და ღირებულებების მქონე იმ ქვეყნების გაწევრიანებით, რომლებიც პირნათლად ასრულებენ ევროკავშირის წინაშე ნაკისრ ვალდებულებებს და აგრძელებენ ძალისხმევას ევროინტეგრაციის გზაზე. ის ასევე მიესალმება საქართველოს მთავრობის მიერ თვითშეფასების კითხვარის უმოკლეს ვადებში შევსებას და ბრიუსელისთვის გადაცემას.

რეზოლუციაში აღნიშნულია ის პროგრესი, რომელსაც საქართველომ მიაღწია ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე და ხაზგასმულია, რომ გეოპოლიტიკური კონტექსტის გათვალისწინებით, კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რომ ასოცირებული ტრიოს წევრი ქვეყნების მიმართ იყოს ერთიანი მიდგომა. ვინაიდან, რომელიმე ამ ქვეყნის პროცესის გარეთ დატოვებას ექნება დამანგრეველი ეფექტი საზოგადოების პრო-ევროპულ განწყობებზე და მისცემს „მწვანე შუქს“ რუსეთს, სხვა არაპროგნოზირებადი გამანადგურებელი ქმედებებისთვის", - წერია საგარეოს განცხადებაში. 

უწყების ცნობით, დოკუმენტში ყურადღება გამახვილებულია, რომ ქართველი ხალხი ათწლეულების მანძილზე მტკიცედ ისწრაფოდა ევროპული ინტეგრაციისკენ. 

"რეზოლუციაში ჩამოთვლილია ის კონკრეტული მიმართულებები, რომელშიც წარმატებით განხორციელდა რეფორმები, მათ შორისაა: დემოკრატიის გაძლიერება, ადამიანის უფლებების დაცვა, კანონის უზენაესობა, მედიის თავისუფლება, მთავრობის გამჭვირვალობის გაძლიერება და სასამართლოს დამოუკიდებლობა. სენატი მიესალმება საქართველოს მიღწევებს ამ გზაზე და მოუწოდებს მას, გააგრძელოს საჭირო რეფორმების გატარება ევროკავშირთან შემდგომი პოლიტიკური და ეკონომიკური ინტეგრაციისთვის", - წერს სამინისტრო.

საგარეოს თქმით, დოკუმენტის ავტორები აღნიშნავენ, რომ კანდიდატის სტატუსის მინიჭება ხელს შეუწყობს საქართველოს, მეტად დაუახლოვდეს ევროკავშირს და წარმატებით განაგრძოს რეფორმების განხორციელება.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი