დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამბობს, რომ დღევანდელი ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, არჩევნების ჩატარებას საფრთხე არ ემუქრება.
დღეს ეპიდსიტუაცია კონტროლს ექვემდებარება. თუ ეს სიტუაცია ჩვენ შევინარჩუნეთ არჩევნების ჩატარებას არავითარი საფრთხე არ ემუქრება - ამბობს გამყრელიძე.
მისივე თქმით, დღეს სამუშაო შეხვედრა ჩატარდა, სადაც სწორედ არჩევნებზე, კოვიდინფიცირებულებისა დაკარანტინში მყოფი მოქალაქეების ხმის მიცემის პროცედურებზე ისაუბრეს.
ეს პრინციპები დაკონკრეტდება ცესკო-ს შესაბამის ნორმატიულ აქტებში, რომელიც შემუშავდება ჯანდაცვის სამინისტროსთან ერთად. აქ საუბარია, როგორც ამომრჩევლის უსაფრთხოებაზე, რომ დაცული იყოს მისი უსაფრთხოება, ასევე საარჩევნო კომისიის წევრების უსაფრთხოებაზე - ამბობს გამყრელიძე
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის თქმით, ეპიდემიოლოგებს ამ ყველაფერთან დაკავშირებით თავისი რეკომენდაციები აქვთ, რომლებსაც ცესკო-სთან ერთად განიხილავენ