
კულტურის მინისტრი, თეა წულუკიანი ამბობს, რომ თუ საქართველო კანდიდატის სტატუსს ვერ მიიღებს, ამაზე პასუხისმგებელი "დესტრუქციული ოპოზიცია" და ის იქნება, "ვინც ამ გადაწყვეტილებას მიიღებს"
"რა თქმა უნდა, დესტრუქციული ოპოზიცია და, რა თქმა უნდა, ის, ვინც მიიღებს გადაწყვეტილებას. თქვა გუშინ პრეზიდენტმა, რომ მე წერილებს მივწერ პირველ პირებსო, რაც მისასალმებელია და ავუხსნიო ყველა კომპონენტში, რომ თუ პასუხი იქნა უარყოფითი, რატომ იქნება საქართველოს მიღმა დატოვება საბედისწერო შეცდომაო და ბოლომდე ვეთანხმები, ამიტომ ვინც საბედისწერო შეცდომას დაუშვებს, რა თქმა უნდა პასუხიმსგებლობა მათია. თუ ეს ბავშვობის დროინდელი კედელი, როგორც იქნა დაინგრა და გადაწყვეტილების მიმღები პირი იტყვის, რომ ეს კედელი უნდა ამოვაშენოო, პასუხისმგებელი ვინ იქნება?", - თქვა თეა წულუკიანმა იმედზე.